საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) სააღდგომო ლიტურგიას სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„8 აპრილს, დიდ ოთხშაბათს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სხვა სასულიერო პირებთან ერთად შვიდგზის ზეთისცხებას აღასრულებს.
9 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, 10:00 საათზე მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ბასილი დიდის წირვას აღავლენს, 18:00 საათზე კი წაკითხულ იქნება თორმეტი ვნების სახარება.
10 აპრილს, დიდ პარასკევს, 09:00 საათზე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო შეასრულებს დიდ ჟამნობას, 14:00 საათზე – მწუხრის ჟამს და გარდამოხსნის გამოსვენებას.
11 აპრილს, დიდ შაბათს, 23:00 საათზე მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს სააღდგომო ლიტურგიას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია 8 აპრილს მოსალოდნელი საქართველოში
⭕რა ფერები გამოვიყენოთ აპრილში ჰარმონიის, ესთეტიკის, კომფორტისა და სტაბილური ფინანსების ენერგიისთვის
🎥 აკომპლექსებდა თუ არა მოცეკვავე მამის ჩრდილქვეშ ყოფნა ეკატერინე გურგენიძეს? - „ეს მისი შვილია...“