Digest Logo

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!

1794673409
საქართველოს ნაკრები

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია.

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურის დაპირისპირებას თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა. რამაზ სვანაძემ არჩევანი ასეთ 11-ეულზე გააკეთა:

საქართველო (4-3-3): მამარდაშვილი; კაკაბაძე, გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი; ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი, გაგნიძე; წიტაიშვილი, მიქაუტაძე, კვერნაძე

უნგრეთი: ბ. ტოტი; ოშვათი, ჩინგერი, ორბანი, კერკეზი; ვიტალისი, სობოსლაი, შაფერი, ნადი; ვარგა, შალაი

შეგახსენებთ, საქართველო - უნგრეთის მატჩი 14 ნოემბერს, თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართება. ბუდაპეშტში, მასპინძლებმა მილოშ კერკეზის გოლით 1:0 მოიგეს. 17 ნოემბერს რამაზ სვანაძის გუნდი უკრაინას ესტუმრება. ჯგუფს ოთხი ტურის შემდეგ, ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით ლიდერობს, მეორე უნგრეთია 7 ქულით, უკრაინას 4 ქულა აქვს, ხოლო საქართველო მეოთხე საფეხურზე 2 ქულითაა და ჯერ თამაში არ მოუგია, არც გოლი გაუტანია. 

✕