შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
უნდა ითქვას, რომ ვილი სანიოლის გუნდს დიდად არ გაუმართლა, საკმაოდ მძიმე, თანაც ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდა. საქართველოს ნაკრებს მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლა თურქეთის, ბულგარეთის და ესპანეთი-ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებულის წინააღმდეგ მოუწევს.
ერთა ლიგის მეოთხედფინალში მარტში, ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის ვინც გაიმარჯვებს, სწორედ ის იქნება საქართველოს ნაკრების ჯგუფში. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჯგუფი უმძიმესია
A ჯგუფი
გერმანია ან იტალია (წყვილში მოგებული)
სლოვაკეთი
ჩრდ. ირლანდია
ლუქსემბურგი
B ჯგუფი
შვეიცარია
შვედეთი
სლოვენია
კოსოვო
C ჯგუფი
პორტუგალია ან დანია (წყვილში დამარცხებული)
საბერძნეთი
შოტლანდია
ბელარუსი
D ჯგუფი
საფრანგეთი ან ხორვატია (წყვილში გამარჯვებული)
უკრაინა
ისლანდია
აზერბაიჯანი
E ჯგუფი
ესპანეთი ან ნიდერლანდები (წყვილში გამარჯვებული)
თურქეთი
საქართველო
ბულგარეთი
F ჯგუფი
პორტუგალია ან დანია (წყვილში გამარჯვებული)
უნგრეთი
ირლანდია
სომხეთი
G ჯგუფი
ესპანეთი ან ნიდერლანდები (წყვილში დამარცხებული)
პოლონეთი
ფინეთი
ლიეტუვა
მალტა
H ჯგუფი
ავსტრია
რუმინეთი
ბოსნია
კვიპროსი
სან მარინო
I ჯგუფი
გერმანია ან იტალია (წყვილში დამარცხებული)
ნორვეგია
ისრაელი
ესტონეთი
მოლდოვა
J ჯგუფი
ბელგია
უელსი
ჩრდ. მაკედონია
ყაზახეთი
ლიხტენშტაინი
K ჯგუფი
ინგლისი
სერბეთი
ალბანეთი
ლატვია
ანდორა
L ჯგუფი
საფრანგეთი ან ხორვატია (წყვილში დამარცხებული)ჩეხეთიმონტენეგროფარერებიგიბრალტარი