Digest Logo

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები

1784959466
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შუქის მიწოდება ეტაპობრივად განახლდა.

„დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.