Digest Logo

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

1744088411
ეროვნული გამოცდები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ გამოცდებისათვის რეგისტრაცია დასრულდა, თუმცა მათ საგნების არჩევა, დამატება ან შეცვლა, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 10 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

ამ დრომდე აქვთ მათ აგრეთვე საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობაც.

ამავე დრომდე უნდა წარადგინონ შესაბამისი ცნობა გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნეს - „სპეციალური პირობები“. მათ კი, ვინც რეგისტრაციის საფასური გადაიხადეს და პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, საშუალება აქვთ 10 აპრილის 18 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მიყვარხარ...“ - როგორ მიულოცა ლაშა გურგენიძემ მეუღლეს დაბადების დღე

🎥 „ულამაზესი ხარ, ყველაფერი გიხდება“ - სალომე ღვინიაშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს

🎥 „მომღერალი სიდონია“ - ია დუდაშვილი ირაკლი ნოზაძის და შვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს