
21 აგვისტოს, გვიან ღამით ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ.
ერთ-ერთი დაღუპული, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის დათო ოქიტაშვილი ახლობელი იყო და იგი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
„ჩემო ზურა, ჩემო გელაშ.
არც კი ვიცი რა დავწერო.
გაქვავებული ვარ.
ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით მინდა, მადლობა გადაგიხადო მეგობრობისათვის, ერთგულებისათვის. შეხვედრამდე მაგარო ადამიანო“, - წერს დავით ოქიტაშვილი.
როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მზეები და ჩრდილები“ - გიორგი კეკელიძე შვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს
🎥 „ულამაზეს გარემოში“ - ჯანეტ ქერდიყოშვილის და ნოე სულაბერიძის ახალი კადრები მოგზაურობიდან
⭕ქეთევან ხატიაშვილი ტრენდულ სათამაშოსთან ერთად – სპორტსმენის ჩანთაზე „ლაბუბუ“ გამოჩნდა