საქართველო და ის მართლმადიდებლური ქვეყნები, სადაც ეკლესია იულიუსის კალენდრით სარგებლობს, დღეს ძველით ახალ წელს იზეიმებს.
ორი ერთნაირი დღესასწაულის არსებობა ორი კალენდარული სისტემის არსებობით არის გამოწვეული, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ძველი და ახალი სისტემების ერთდროულად გამოყენებით.
იულიუსის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 13 იანვრის ღამეს დგება, ხოლო გრიგორიანული სტილით ეს დღესასწაული 31 დეკემბრის ღამეს აღინიშნება.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იულიუსის კალენდრის მიხედვით დამდგარი ახალი წელი, ანუ „ძველით ახალი წელი“ ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება. საქართველოში ეს დღე, 1 იანვრისგან განსხვავებით ოფიციალურ დასვენების დღედ არაა გამოცხადებული.
საქართველოში „ძველით ახალი წლის“ აღნიშვნის წესი დიდად არ განსხვავდება 1-ელი იანვრისაგან, ისევ იშლება სადღესასწაულო სუფრა და კვლავ ეწყობა ფეიერვერკი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ვირუსების მომატებული შემთხვევები საქართველოში - რას ურჩევენ სპეციალისტები მოსახლეობას
🎥 როგორია ხის ხონჩისა და მეკვლის ტრადიცია ძველით ახალ წელს ქართლში
🎥 შეცდომები, რომლებსაც თმის გაშრობისას ვუშვებთ - ნიკა პლიევის რეკომენდაციები