Digest Logo

🎥 „შენ და შენი ქვეყანა საერთოდ არ არსებობდით, ჩემი წინაპარი ჯვარზე რომ ლოცულობდა და მართლმადიდებლობით საზრდოობდა“ - ნიკა გაბელია მიხაელ როთის მიმართავს

1715841893
 ნიკა გაბელია

თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთიმ განაცხადა, რომ „საქართველო მხოლოდ მართლმადიდებლობით ვერაფერს მიაღწევს“, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

მათ შორის ერთ-ერთია სოციალური ქსელის მომხმარებელი ნიკა გაბელია, რომელმაც ტიკტოკზე ვიდეომიმართვა გაავრცელა:

„ხომ ვიცით, რომ რადიკალები ორივე მხარესაა, კანონის მოწინააღმდეგეებშიც და მათშიც, ვინც კანონის მომხრეა.  რადიკალები ზოგადად აფუჭებენ საქმეს, ყველანაირს. 

ახლა ნახეთ, ელჩები გამოუშვეს ისეთები, რომლებმაც ბომბი ჩამოიტანეს, ფეთქებადი ბომბი. 

ერთი ადამიანი, რომელიც გათხოვილია, გეია, პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ რადიკალები საქართველოში ბევრნი არიან, რომლებიც აი ამის გამო გაბრაზდებიან. 

მეორე მეუბნება, რომ მართლმადიდებლობით ვერაფერს მიაღწევთო. ჩემს წინაპრებს რომ უთხრა ეგ, რომ შენ მართლმადიდებლობით ვერაფერს მიაღწიეო, ბიჭო, აი, შენ და შენი ქვეყანა საერთოდ არ არსებობდით, ჩემი წინაპარი ჯვარზე რომ ლოცულობდა და მართლმადიდებლობით საზრდოობდა. მაგით გადავრჩით. შენ კიდე ჩამოდიხარ და მეუბნები, მარტო მაგით ვერაფერს მიაღწევო. თავში ჭკუა არ გაქვთ?“, - ამბობს ნიკა გაბელია.

 

@nikagabelia33 ბომბი ჩამოიტანეს 😡 #59წამინიკასთან #ჩემი #აზრი #რეალობა #რადიკალები ♬ original sound - 59 წამი ნიკასთან

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „თქვენ ძალიან ხომ არ აგივარდათ თავში ჩვენი ცემა-ტყეპის ხარჯზე ქულების დაწერა? ვინ მოგცათ უფლება, ხალხის პროტესტში გადამწყვეტი სიტყვა თქვათ თქვენ?“ - აქციის მონაწილე

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

⭕🎥 შალვა კეკელია: გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?! რატომ უნდა მიგვითითონ რამეზე ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებელია