Digest Logo

🎥 „შვილებიდან ტყუპისცალი გარდაიცვალა სამშობიაროში, მოგვიანებით გაჩნდა ეჭვი რომ იგი, არ გარდაცვლილა“ - მამა საბა ჭიკაიძე ცხოვრების ტრაგედიაზე

1736929074
მამა საბა ჭიკაიძე

მამა საბა ჭიკაიძეს, რომელიც თბილისში, ვაკეში მდებარე ორ ეკლესიაში დეკანოზად მსახურობს – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის და მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიებში, მთელი ქვეყანა იცნობს. მამა საბა სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით რაიმე სახის კითხვა აქვს.

11 წელია სასულიერო პირია. ჰყავს ცოლი, 5 შვილი და 2 შვილიშვილი.

ამჯერად სასულიერო პირი სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იქნება, სადაც საკუთარი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან მომენტებს გაიხსენებს.

გადაცემა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 19 იანვარს 22:30 საათზე გავა:

„მე მინდა რომ ქრისტეს მივემსგავსო.

ურწმუნოებამდე მივდივართ, ანგარება არის ცოდვა. უმძიმესი ცოდვა.

თავიდან რომ დაიწყოს ყველაფერი, ისევ ჩემ მეუღლესა ავირჩევდი, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მას უკავშირდება.

ჩემი შვილებიდან ტყუპისცალი გარდაიცვალა სამშობიაროში, სამი დღის იყო, რომლის ნათლობა და დაკრძალვაც მოვასწარი, თუმცა მოგვიანებით გაჩნდა ეჭვი რომ იგი, არ გარდაცვლილა“, - ამბობს მამა საბა გადაცემის ანონსში.

მამა საბა ჭიკაიძის მეუღლე, ლელა რუ­სიშ­ვილი ჟურნალ „სარკესთან“ ჰყვება მეუღლის ხვედრსა და ოჯახის უცნობ ამბავს, რომელიც საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი.

„პირველად რომ ვიმშობიარე, ტყუპი გავაჩინე, მაგრამ სახლში ერთი წამოვიყვანე. მას მერე რაც გახმაურდა, რომ სამშობიაროდან ჩვილებს იპარავდნენ, ვეძებთ, მაგრამ კვალს ვერ მივაკვლიეთ. ტესტიც გავუკეთეთ, თუ გამოჩნდება ამოაგდებს პროგრამა.

- რას გრძნობთ, როცა ფიქ­რობთ, რომ თქვე­ნი შვი­ლი ცო­ცხა­ლია?

- როცა მითხრეს გარდაიცვალაო, შეგრძნება მქონდა რომ ცოცხალი იყო. უცებ გამიქრეს შვილი. არც გამაფრთხილეს, რომ ბავშვი დამძიმდა. რომ შევედი აღარ დამხვდა. რომ ვიკითხე სად არის-მეთქი? - დამძიმდა და გარდაიცვალაო. ისე ვტიროდი, ვერ მაჩერებდნენ.  მაშინ მამაო მგალობელთა რეგენტი იყო. ყველას უყვარდა.  უამრავი ადამიანი მოდიოდა. ლია სალაყაიამ ასეთი რამ მითხრა: „უფრო მეტი პატივისცემა გამოჩნდა თქვენი ოჯახის მიმართ, რადგან ცაში ანგელოზი გყავთო.

სულ მიცვალებულებში მოვიხსენიებდი, მაგრამ ახლა კი ისე ვლოცულობ, სადაც არის შენთან ერთად ამყოფე უფალო-თქო.

მთელმა ქვეყანამ ბავშვების ძებნა რომ დაიწყო, ამოვქექე არქივი და არსად იყო დაფიქსირებული ჩემი ბავშვი“,- ამბობს მამა საბა ჭიკაიძის მეუღლე, ლელა რუ­სიშ­ვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა...“ - UFC მერაბ დვალიშვილის კადრებს აქვეყნებს

🎥 „არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, როგორი მანქანა გყავს ან როგორ სახლში ცხოვრობ...“ - გიორგი დანელია დამწვარი ლოს-ანჯელესიდან კადრებს გვიზიარებს

⭕„ახლა ისეთი რამე ხდება,რომ მოდის უხილავი ენერგია...“ - რას ჰყვება ბერი დავით რიჟამაძე?