Digest Logo

სირცხვილია: ურალის ცეკვის ანსამბლი, რომელიც ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია

1684993683
რალის ცეკვის ეროვნული ანსამბლ

მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, ურალის ცეკვის ეროვნული ანსამბლი, რომელიც რუსეთში სამთავრობო დაფინანსებას იღებს და ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია.

სირცხვილია ანსამბლის თბილისში ყოფნის ამსახველ ფოტომასალასაც აქვეყნებს.

„ანსამბლი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, კრემლის გამართულ კონცერტზე იცეკვა, ხოლო იქამდე ჩატარებული კონცერტი რუს მეომარს მიუძღვნა, საქართველოში ვერ უნდა შემოდიოდეს", - წერს სირცხვილია.

აქტივისტებმა რუსული ეროვნული ანსამბლის ყოფნა საქართველოში გააპროტესტეს და მათ ავტობუსზე ანტირუსული წარწერები გააკეთეს.