
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, ფეისბუკში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ჩვენ, ადამიანები, ჩვენივე ორგანიზმის პროფესიონალიზმს ხშირად მხოლოდ პათოლოგიურ და სასწრაფოდ მოსაშორებელ სიმპტომებად აღვიქვამთ.
„მინდა გაგაცნოთ მისი აღმატებულება ორგანიზმი და მისი უბადლოდ ჭკვიანი კომუნიკაციის ენა.
ჩვენ, ადამიანები, ჩვენივე ორგანიზმის პროფესიონალიზმს ხშირად მხოლოდ პათოლოგიურ და სასწრაფოდ მოსაშორებელ სიმპტომებად აღვიქვამთ ხოლმე.
არადა:
⏺ სიცხე ხელს უწყობს იმუნურ სისტემას მუშაობაში
⏺ხველა გვაშორებს მოკროორგანიზმებს ფილტვებიდან, ცემინებაც ასევე
⏺ ცხვირიდან ლორწოს დენას მოჰყვებიან პათოგენები
⏺ ტკივილი გვანიშნებს, რომ მივხედოთ მტკივნეულ ადგილს.
⏺ანთების სიწითლე, შესიება, სითბო ნიშნავს, რომ ლეიკოციტები თავიანთ სტიქიაში არიან.
⏺ ფაღარათი გვაშორებს არასასურველ საკვებს, შხამებს თუ მოკროორგანიზმებს
⏺ ღებინებაც, უბრალოდ სხვა მიმართულებით
⏺ ოფლიანობა აგრილებს სხეულს
⏺ მაღალი პულსი ან წნევის დავარდნას უკეთებს კომპენსირებას, ან სხეულს მაქსიმალურად აწვდის ჟანგბადს
⏺ შიში გვიცავს საფრთხისგან
⏺ დაღლილობა გვაიძულებს რეგენერაციას
- ....
რა თქმა უნდა, ჩვენი ორგანიზმის ეს სრულიად ჯანმრთელი, ადაპტიური საქციელიც შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან, გასცდეს კარგის საზღვრებს და სამკურნალოდ იქცეს.
მაგრამ, ნუ შეგვეშინდება საკუთარი სხეულის!
ხოლო ამისკენ პირველი ნაბიჯია ორგანიზმის რაღაც დონეზე ცოდნა და მისი ენის, კომუნიკაციის მოსმენა, კითხვა, გაგება.
უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ამ უზარმაზარი ინტელექტის მქონე ფენომენს თავისი საქმე ვაკეთებინოთ ისე, რომ მუდმივად არ ჩავერიოთ სიზედმეტით და ისტერიით აღტკინებულები.
ის, რომ სიცხის დამწევი არსებობს დღეს, არ ნიშნავს, რომ ყოველ სიცხეზე ის გამოვიყენოთ. იგივე ვრცელდება ფაღარათის თუ ხველის შემაჩერებელ პრეპარატებზე.
ჯანმრთელობა ყველას საქმეა, ყველას ეხება. ყველამ უნდა ვიცოდეთ არსებობის ფიზიოლოგიის აუცილებელი მინიმუმი, სიცოცხლის ანატომია.
აი, მკურნალობა კი უკვე რაღაც ეტაპიდან უზარმაზარ სპეციალურ განათლებას, სიმამაცეს, ჰუმანიზმს და გამოცდილებას მოითხოვს, ანუ სპეციალისტს.
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ილია თოფურია ქართველი ლამაზმანების გარემოცვაში - ფოტოები, რომელმაც სოცქსელი ააფეთქა
🎥 „დათვლა დაწყებულია...“ - ნუცა ბუზალაძე გამომწერებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს