Digest Logo

„სკოლიდან გაპარულან და „შატალო“ მოუწყიათ, საცოდაობა დატრიალდა“ - ტრაგიკული შემთხვევის ახალი დეტალები

13/10/2022 • 10:26
სასწრაფო დახმარება

ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. როგორც ცნობილია, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილნი. ექიმების თქმით, სკოლის მოსწავლეების მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „დაიჯესტისთვის“ გახდა ცნობილი, ბავშვები 55-ე სკოლის, მე-8 კლასის მოსწავლეები არიან. 

„13-14 წლის ბავშვები არიან. კლასელებს დილით „შატალო“ მოუწყიათ და წასულან ვაკის პარკში. ბურთი ახალ გაკეთებულ შადრევანში ჩაუვარდათ და ამოსატანად ჩასულა სამი მოსწავლე. ძალიან ცუდი ფაქტია, იმედია კარგად იქნებიან. საცოდაობაა“, - განუცხადა „დაიჯესტს“ ერთ-ერთი მოსწავლის ახლობელმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა).

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „მომვარდა და ხელები მირტყა, ძლიერი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იქნებოდა! ან ვფიქრობდი, რომ შეურაცხადი იყო!“ - გიორგი გასვიანი ჩხუბის დეტალებს იხსენებს

🎥 „არავის ეპატიება ბავშვზე გამოქნეული სკამი. უმკაცრესად დაგსჯი, სწორედ ჩემი შვილის გამო“ - მარიტა მელიქიშვილი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს

🎥 „საქმე ეხება ფიზიკურ ძალადობას ჩემზე და ჩემს ოჯახზე, ასევე 6 თვის ჩვილზე, რომელსაც ძაღლიანი ქალი თავს დაესხა და სკამი ესროლა“ - რა შეემთხვა გიორგი გასვიანს