Digest Logo

სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

1721971367
ახალი სამაშველო ვერტმფრენი „H 145“ უკვე საქართველოშია

სვანეთში ორ ახალგაზრდა კაცს ამ დრომდე ეძებენ. ძებნა-შველის ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

სამძებრო სამუშაოებს ადგილზე პირადად ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მესამე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი. ჩართულია სამაშველო დრონებიც. ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი. უწყებაში ამბობენ, რომ სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა გუშინ მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ მოხერხდა.