Digest Logo

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო მესამე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს

1791954119
შიო III პატრიარქი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.

წირვას დაესწრებიან სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები.

ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება. მცხეთობასთან დაკავშირებით, მცხეთის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის გალა-კონცერტი და საპატიო მცხეთელის დაჯილდოების ცერემონიალი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გამოვა თუ არა მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე - რა ფოტოებს აქვეყნებს იმან ჰამამი?

⭕რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს აღნიშვნა? - მითები და რეალობა

⭕„როგორც კი დამინახა, ხელი მთხოვა... ჩვენი ზღაპარი ახლა იწყება“ - ნეკა დოროყაშვილი მილანში დაწყებულ სიყვარულზე

✕