Digest Logo

თამარ მაყაშვილი თეატრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით სპექტაკლიდან მოხსნეს

1667293676
თამარ მაყაშვილი

ბათუმის დრამატული თეატრი მსახიობ თამარ მაყაშვილის მიერ ტელევიზიით გამოთქმულ ფრაზას ემიჯნება. ამასთან დაკავშირებით თეატრი სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ მსახიობი როლიდან მოხსნეს.

„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ემიჯნება თეატრის დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.

ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები.

აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის ტელეკომპანია იმედის ეთერში მსახიობმა  თქვა: „არასდროს ვაცმევდი ამათ სულელურ კაბებს და იმ დღეს გავიხედე, კატოს არ აცვია ხულოელი ბავშვივით რაღაც საშინელი ბეშუმური კაბა“.

თავად ტელეკომპანია „იმედი“, შექმნილი უხერხულობის გამო, წუხილს გამოთქვამს და ადასტურებს პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც რესპონდენტის მიერ ეთერში ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გემუდარებით, გადამირჩინეთ შვილები“ - მანანა არჩვაძე-გამსახურდია მიმართვას ავრცელებს

🔵„გილოცავთ, ოფიციალურად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან ქვეყანაში ვცხოვრობთ“ - ლუკა ნაჭყებია

🔵🎥 „წყალი ყინულივით ცივი იყო“ - რა კადრებს აქვეყნებს ნანუკა სტამბოლიშვილი