Digest Logo

თბილისის სასულიერო აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1727005550
თბილისის სასულიერო აკადემია

თბილისის სასულიერო აკადემია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გარდაიცვალა სასწავლებლის კურსდამთავრებული ალექსანდრე კოპაძე:

„თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სასწავლებლის კურსდამთავრებულის, ალექსანდრე კოპაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

პანაშვიდი: დღეს, 22 სექტემბერს თბილისის ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.
მისამართი: თბილისი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა 34ა.

23 სექტემბერს, ორშაბათს, 16.00 საათზე, ახლად შესვენებულ ალექსანდრეს თბილისის ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან გადაასვენებენ ქარელის რაიონის სოფელ დვანში.

 დაკრძალვა: სამშაბათს, 24 სექტემბერს, 14 საათზე ქარელის რაიონის სოფელ დვანში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „რატო ვტირი?“ - თამუნა მუსერიძე ამჯერად ბიოლოგიურ ძმას შეხვდა

⭕შოთა არველაძე აიაქსისა და რეალის ლეგენდების მატჩში მიიღებს მონაწილეობას - „მიხარია, რომ ვახსოვარ“

⭕„დადუ 3“ - ნატალია ქუთათელაძის ვაჟი სამი წლის გახდა