Digest Logo

🎥 თბილისში, ფონიჭალაში აფეთქება მოხდა - დაშავებულია 3 ადამიანი

1795069431
სასწრაფო დახმარება

თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

როგორც „დაიჯესტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

უწყების ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, სამივე მათგანი კონტაქტური იყო.

უსაფრთხოების მიზნით, სამაშველო ჯგუფებმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი და შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია.

✕