Digest Logo

თბილისში წყალი 14 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

1793133929
წყალიწყალი

28 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, აკაკი ხორავას და დოდო აბაშიძის ქუჩების კვეთის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 28 ოქტომბრის დილის 11:00 საათიდან დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 28 ოქტომბერს, დღის 11:00 საათიდან, 29 ოქტომბრის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში: ავჭალა 2, გურიის, ქართლის, ბაღაშვილის, ღამბაშიძის, ხორავას, თაყაიშვილის, ვასაძის, შავგულიძის, ჰერეთის, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარის ქუჩები, ჩიქვანაიას ქუჩას და ჩიხებს.

სოფელი გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, თავდადებულის, ანდრონიკაშვილის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლისა და გამარჯვების ქუჩებს, ანდრონიკაშვილის II შესახვევს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შემოქმედებითი აღმაფრენა და ახალი იდეები გელოდება“ - 28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 16 წლის მარიამ თუშიშვილის შესანიშნავი შესრულება და დამსახურებული „ოქროს ღილაკი“ - ემოციური კადრები

🎥 „ნიჭიერის“ მონაწილე ნომრის შესრულებისას ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა - კადრები გადაცემიდან

✕