14 მაისს, გარდაბანში, სოფელ ბირლიკში ტრაგედია დატრიალდა.
გავრცელებული ცნობით, BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეასკდა.
როგორც „დაიჯესტს“ შსს-ში დაუდასტურეს, მომხდარის შედეგად 7 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
მერვე პირი, კი მძიმე მდგომარეობით კლინიკაშია გადაყვანილი.
მანამდე, ადგილობრივმა სამირა ბაირამოვამ 5 პირის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ცნობა:
„გარდაბანი–რუსთავის ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოტანიკასთან, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში 6 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობებით, ავარიას მსხვერპლი მოჰყვა და მგზავრთა უმრავლესობა 5 კაცი ადგილზე გარდაიცვალა“, - წერს სამირა ბაირამოვა.
ფოტო: სამირა ბაირამოვა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
