წილკნისა და დუშეთის ეპარქიის უხუცესი მოძღვარი, სოფელ ნატახტარის წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი - სოფრონი წულაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი „ტკბილ ხარ შენ უფალო“ ავრცელებს.
„98 წლის ასაკში გარდაიცვალა წილკნისა და დუშეთის ეპარქიის უხუცესი მოძღვარი, სოფელ ნატახტარის წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი - სოფრონი (წულაძე).
ღმერთმა აცხონოს მისი უკვდავი სული“, - წერია სამძიმრის წერილში.