გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მოყოლილი მოზარდი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
ის მეშვიდე კლასელი იური გუჯაბიძეა.
ცნობისთვის, 7 სექტემბერს გურიაში მოსულმა უხვმა ნალექმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რამაც არაერთი სოფელი დააზარალა. ძლიერმა სტიქიამ კიდევ 2 ადამიანი შეიწირა.
უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარეები. რეგიონში დაიტბორა სოფლები, დანგრეულია რამდენიმე სახლი, ასევე ჩახერგილია რამდენიმე ათეულ სოფელთან მისასვლელი გზა.
სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები კვლავ გრძელდება.