Digest Logo

წვიმა და თოვლი… - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

1739336253
წვიმა თოვლი

12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და უნალექო ამინდი. ღამის საათებში დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.

13 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება, მთაში მოთოვს.

ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1,-3, დღისით კი  +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან  გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა  ღამით  0, +2, დღისით კი +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, დღისით კი +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6,-8, დღისით კი +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა ღამით -12,-14, დღისით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6,-8, დღისით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4, -6, დღისით კი +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა ღამით -10,-12, დღისით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა ღამით -15,-17, დღისით კი -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „კეთილი ადამიანი, გიორგი გაბუნია და ასევე ნოე სულაბერიძე დამიკავშირდნენ...“ - როგორ მოხვდა ვალალო კოპალეიშვილი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“?

⭕„ულამაზესი და შეუდარებელი...“ - ნინო ჩხეიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 „მოჩვენებების ქალაქი, სადაც სიცოცხლე 50 წლის წინ შეწყდა...“ - სოსო ნებიერიძე ახალ კადრებს აქვეყნებს