Digest Logo

წყალბურთში „აპოლომ“ იაპონური „კაშივაზაკი“ დაამარცხა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა

1792268460
წყალბურთი წყალბურთი

შავი ზღვის თასზე, ბათუმში მესამე ტურის შევედრები გამართეს ქართულმა გუნდებმა „აპოლომ“ და „დინამომ“. დინამოელებმა „ნოვი ბელგრადს“ უმასპინძლეს და 4:17 დამარცხდნენ. „აპოლომ“ კი ორი მატჩი გამართა. ჯერ იაპონურ „კაშივაზაკის“ 34:10 სძლია, შემდეგ დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დათმო გერმანულ „ჰანოვერთან“ – 10:11.

„ბელგრადთან“ „დინამოს“ შემადგენლობაში დუბლი შეასრულა გიორგი მაგრაქველიძემ.

„აპოლოში“ კი „ჰანოვერთან“ მთავარი მეგოლე ვუკ დრაშკოვიჩი გახდა – 3 გოლი. ორი გოლი გაიტანა დუშან ვასიჩმა, თითო – ანდრია ბითაძემ, ფილიპ გარდაშევიჩმა, მარტინ გარდაშევიჩმა, დმიტრი ალექსეევმა და მატია სლადოვიჩმა.

რაც შეეხება „აპოლო“-„კაშივაზაკის“ მატჩს, შეუჩერებელი იყო ფილიპ გარდაშევიჩი, რომელმაც ცხრა დარტყმიდან ცხრავე გოლად გარდასახა. დმიტრი ალექსეევმა 5 გოლი გაიტანა, ხოლო ანდრია ბითაძემ – 4.

„აპოლო“ A ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო „დინამო“ B ჯგუფში – მეოთხეზე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ხვიჩა კვარაცხელიამ ძირითადში ითამაშა, გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალში“ შეცვლაზე გამოჩნდა

⭕ დამთხვევა თუ წინასწარ დაწერილი სცენარი: რა იმალება სამყაროს ნიშნების მიღმა

🎥 „ეს არის პირდაპირ ტრაგედია“ - ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე

წყარო: 1tv.ge

✕