ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ არაფერი შეიცვლება, ექსპრეზიდენტი დაიღუპება.
მისივე თქმით, სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში უნდა გადაიყვანონ.
„ასე თუ გაგრძელდა და არაფერი არ შეიცვალა, ალბათ რამდენიმე მისვლა მაქვს დარჩენილი მასთან, უბრალოდ მივალ და აღარ დამხვდება. ნამდვილად ასე იქნება, ადამიანის კილოგრამების რაოდენობა განსაზღვრულია და ყოველდღე თუ დაკარგა 1 კილოგრამი, რაღაც დროის მერე უნდა გაჩერდეს, თორემ მოკვდება ადამიანი...
ლინჩის წესი ნიშნავს იმას, რომ თუ ასე გაგრძელდა სიკვდილმისჯილი გამოდის ეს ადამიანი, ყოველგვარი გასამართლების გარეშე. თუ სასამართლომ გაასამართლა ის და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, სასამართლოს სამუდამო პატიმრობა და სიკვდილით დასჯა არ მიუსჯია მისთვის და გამოდის, რომ სიკვდილი აქვს მისჯილი. მე ვთვლი, რომ ეს არ არის სწორი...
აქედან მივმართავ პრეზიდენტსაც, პრემიერსაც და ყველას და ვამბობ, რომ ჩემი აზრით, თუ უცხოეთში არ მიიღებს მკურნალობას, ამ ადამიანის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ არის, აუცილებლად გარდაიცვლება თუ არაფერი არ შეიცვლება. ეს ძალიან ცუდი იქნება ყველასთვის.
გაიგონეთ ადამიანებო, რომ ეს ადამიანი კვდება და მისი სიკვდილი ჩვენთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო ცუდი იქნება, ვიდრე მისთვის თვითონ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.