
მუსიკოსმა ეკა კვალიაშვილმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალ სივრცე“ სტუმრად ყოფნისას, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საკუთარ დამოკიდებულებებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, არსებული ხელისუფლების გარეშე შესაძლოა, ქვეყანაში ქვა ქვაზე აღარ დარჩენილიყო. მან ასევე ხაზი გაუსვა წინა ხელისუფლების {ნაცმოძრაობის} პასუხისმგებლობას თავის დღევანდელ მძიმე მდგომარეობაზე.
„ჩვენ არ გვინდა ომი, გვინდა მშვიდობა. აქედან გამომდინარე „ქართულ ოცნებას“ ამ ხაზით ყველაფერში ვეთანხმები, ამ მიმართულებაში ვეთანხმები. ბიძინა ივანიშვილის მადლობელი ვარ. ასევე, იგი რომ არ ყოფილიყო არ ვიცი, მე დღეს, რა დღეში ვიქნებოდი, მინდა მადლობა გადავუხადო და ყველასი მადლიერი ვიქნები, ვინც ჩემი ქვეყნისთვის სიკეთეს გააკეთებს, ჯერჯერობით კი ასეთს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ვხედავ.
რაშიც დავჭირდები ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის გვერდით დავუდგები.
თუ კი მე დღეს ჯანმრთელობა შერყეული მაქვს, თუ კი მე დღეს აბსოლუტურად უბინაოდ ვარ, თუ კი მე დღეს ძალიან ბევრი გასაჭირი მადგას - ეს არის წინა ხელისუფლების დამსახურება. ძალიან ბევრი ადამიანის გაუბედურება სწორედ იმ წინა ხელისუფლების დამსახურებაა“, - ამბობს ეკა კვალიაშვილი.