ქუთაისში 33 წლის ქალი მე-5 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.
სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დაღუპული აივანზე მიყრდნობის დროს გადავარდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
