უკრაინაში მყოფმა „ქართული ლეგიონმა“ რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე დივერსანტები დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ლეგიონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის დივერსანტები დიდი ხანია ცდილობენ მათი ადგილმდებარეობის დადგენას, თუმცა, უშედეგოდ, რადგან ჯაშუშების ნეიტრალიზებას ისინი ადვილად ახერხებენ.
„უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონი დიდი ხანია ჩვენი საერთო მტრის სამიზნე იყო. მტერი აგზავნის დივერსიულ ჯგუფებს ქართველი ბიჭების ადგილმდებარეობის დასადგენად. მაღალი პროფესიონალიზმისა და დიდი გამოცდილების წყალობით, ჩვენი მებრძოლები იოლად ანეიტრალებენ ჯაშუშების ქმედებებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.