49 წლის ასაკში აშშ-ში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი – პიანისტი და კომპოზიტორი ლევან შენგელია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც ცნობილია, მუსიკოსი მძიმე სენს ებრძოდა.
ლევან შენგელიას გარდაცვალებას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც მას ემოციურად ემშვიდობება.
„ყველაზე მეტად ამ სტატუსის მეშინოდა რომ დამეწერა, ყველაზე მეტად მიყვარდა, რადგან ერთად გავიზარდეთ, ერთად ვიყავით ძალიან დიდი ხანი ამერიკაში, ყველაზე მეტად მე ვუგებდი მას და ყველაზე მეტად მე ვარ დღეს დაჩაგრული, რადგან, ყველაფრის მიუხედავად, ვერ გადავარჩინე. ჩემს უფროს შვილსაც მისი სახელი ჰქვია.
ლევან არ გემშვიდობები, მეც მალე მოვალ შენთან და გავაგრძელებთ აუცილებლად ჩვენს ძმობას. დროებით!
მიყვარხარ ძალიან, ძალიან იცოდე“, – წერს კახა შენგელია.
ლევან შენგელია 1975 წლის 6 მაისს სამტრედიაში დაიბადა. 19 წლის ასაკში გაემგზავრა აშშ-ში, სხვადასხვა დროს ცხოვრობდა და პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა მაიამიში, ვაშინგტონში, ტეხასსა და ნიუ-იორკში. პარალელურად, იყო საქართველოში განხორციელებული მუსიკალური პროექტების, მათ შორის, მუსიკალური საღამოების „ჯადოსნური ღამე“ ორგანიზატორი. პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა Piano School of New York City-სა და Anselmo Academy of Music and the Arts-ში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მინი ვლოგი“ – როგორ ატარებს დროს გიორგი მამარდაშვილის მეუღლე
⭕ The Guardian: პარიზის პარალიმპიურ თამაშებში პირველად ტრანსგენდერი მიიღებს მონაწილეობას