
კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი გადაცემა „ღამის პრაიმ-თაიმის“ ერთ-ერთი სტუმარი იყო, სადაც მან რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და ყურადღება იმ ქართველ მომღერლებზე გაამახვილა, ვინც კრემლში სიმღერას აპირებდა. მისთვის მსგავსი ქმედება მიუღებელია.
„ვერც ვლაპარაკობ. ჩემთვის ეს იმდენად მიუღებელია, ვერც დავიჯერე, როდესაც ეს გავიგე. ჩემდა საუბედუროდ, არიან ადამიანები, ვინც ამას ამართლებენ. იცით, ვინ ამართლებს? ბევრს რომ ჭკუას გვარიგებენ და გვიხსნიან, რომ რუსეთი ოკუპანტია.
აი, უკრაინაში დაღუპული ბიჭების გვამებზე დადიან ფეხით “, - ამბობს დავით ოქიტაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇