
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური გვერდი Football Italia ავრცელებს.
როგორც Football Italia წერს, ქართველ ფეხბურთელს ვირუსული ინფექცია დაუდგინდა და ამის გამო საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა ვერ მიიღო.
„ნაპოლიმ“ დღეს დილით Konami-ს საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. გუნდი სერია A-ს 33-ე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელიც შაბათს, „ემპოლის“ წინააღმდეგ უნდა გაიმართოს.
გუნდმა ვარჯიში მსუბუქი პროგრამით, მოთელვით დაიწყო, შემდეგ კი ორ ნაწილად გაიყო და პირველ და მეორე მოედნებზე ერთმანეთს ეტაპობრივად ეცვლებოდნენ.
სესია მცირეხნიანი მატჩით დაიხურა.
დღეს მატიას ოლივეირამ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი სესია გასტროენტერიტის გამო გამოტოვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ ავირიდოთ ინფექციები მეორეული ტანსაცმლის შეძენისას? - ზაზა თელიას რეკომენდაციები
⭕„ჩემთვის სიბერე არ არსებობს, ლამაზად ვიზრდები და არ ვბერდები“ - რას ამბობს მარკუს მეტრეველი
⭕რა კავშირი აქვს სიზმარს ჯანმრთელობასთან
წყარო: football-italia.net