Digest Logo

„ვისაც ვეუბნებოდი, მოდი ჩემი გუნდის წევრი გახდი, ჩემთან ერთად წამყვანი იყავი -მეთქი, ყველა უარს მეუბნებოდა“ - როგორ შეიქმნა პროექტი „სარკასტიკა“

1777493815
გიორგი ნაზღაიძე

რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელ „იუთუბიში“ ახალი გადაცემა „სარკასტიკა“ გამოჩნდა, რომელიც სახალისო, კომედიური ჟანრისაა.

გადაცემის წამყვანები გიორგი ნაზღაიძე და „თამაზა“ არიან. 

პროექტის იდეა გიორგი ნაზღაიძეს 6 წლის წინ გაუჩნდა:

„რეალურად, 6 წლის არის ეს პროექტი, რაზედაც ახლა ვარ, ვიძახდი, რომ ეს არის ჩემი. ყველა უარს მეუბნებოდა, სატელევიზიო სივრცეში არ მინდოდა, იუთუბიში მინდოდა, უბრალოდ, ვისაც ვეუბნებოდი, მოდი ჩემი გუნდის წევრი გახდი, ჩემთან ერთად წამყვანი გახდი, პროდიუსერი გახდი, მემონტაჟე იძახდნენ, ვერ ვხედავთ ამ გადაცემის აზრს, განვითარებას. 

თამაზასთან ვმეგობრობდი, მოხდა ისე, რომ ერთ გადაღებაზე წავედით, რომელიც ჩაიშალა და გაბრაზებულები გამოვედით, ამ გაბრაზებულ სიტუაციაში თამაზამ იხუმრა, მე ავყევი და წარმოსახვაში მივხვდი, რომ ეს გადაცემაა. ვუთხარი, რომ უნდა გახდე წამყვანი და ვეღარ გამექცა“, - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის ენერგეტიკული წმენდა და რა დადებითი მხარეები აქვს მას ადამიანისთვის?

🎥 „ივანე ჯავახიშვილის გენიალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის ფანტასტიკურად აფიქსირებდა სამართლებრივი აზრის განვითარების ყოველ ეტაპს“ - ერეკლე ასტახიშვილი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც 2026 წლის ზაფხულში ფინანსურ სტაბილურობას მოიპოვებენ