გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება - GWP გრაფიკთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
⭕თბილისის ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ მისამართები