Digest Logo

🎥 „ყველა ქვეყანაში თითო ცოლი მომყავს“ - დიდი სპორტიდან „იუთუბერობამდე“, „დაიჯესტის“ ექსკლუზიური ინტერვიუ გიგი ქათამაძესთან

1745435615
გიგი ქათამაძე

გიგი ქათამაძე ქართველი იუთუბერი და ბლოგერია, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყანას აცნობს. იგი ხშირად სტუმრობს ეგზოტიკურ ადგილებს და ცდილობს მისი ვიდეოები მაქსიმალურად ექსტრემალური გამოვიდეს.

ამჟამად მას იუთუბიზე 121 ათასი გამომწერი ჰყავს, თუმცა ამას გარდა გიგი ქათამაძე სხვა სოციალურ პლატფორმებზეც აქტიურია და დიდი პოპულარობით გამოირჩევა.

ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს, საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ მოგზაურთან, რომლის განსხვავებულ მხარეს, სწორედ აქ აღმოაჩენთ და ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ:

- ვინ არის გიგი ქათამაძე? 

მე ვარ გიგი ქათამაძე, რომელსაც იუთუბიზე Gigi in the road -ით იცნობენ. გიგი ქათამაძე ფოკუსირებულია ყოველთვის და ყოველდღიურ განვითარებაზე, თვითგანვითარებაზე რომ, რაიმე შეცვალოს უკეთესობისკენ თავის ცხოვრებაში. ცდილობს, რომ ეს ყველაფერი გაუზიაროს აუდიტორიას, მეგობრებს და რაც შეიძლება პოზიტიური განწყობა დაუტოვოს საზოგადოებას.

- რა პროფესიის ხარ, განათლება რა გაქვთ და არის თუ არა ის კავშირში მოგზაურობასთან?

იტალიაში დავამთავრე უნივერსიტეტი, ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით. შემდეგ გაცვლთი პროგრამა გავაკეთე გერმანიაში ბიზნესის ადმინისტრირებაზე და შემდეგ წავედი ამერიკაში სასწავლებლად და ვიყავი Digital მარკეტინგში. რა თქმა უნდა ტურიზმი და ეკონომიკა დაკავშირებულია იმასთან, რასაც ვაკეთებ, მაგრამ რომ გითხრათ რამე გამომადგა - არა.

- როგორი ბავშვი იყო გიგი, ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?

გიგი ბავშვობაში მეოცნებე ბავშვი იყო. ლაღი არაფერზე არ დარდობდა. ბავშვობაშიც მქონდა მიზნები, რადგან წყალბურთის გუნდში ვიყავი, შემდეგ ნაკრებში აღმოვჩნდი. აქტიურ სპორტს ვაწვებოდი. სულ თავიდან ჩემი ოცნება იყო ვყოფილიყავი რეჟისორი, შემდეგ დროთა განმავლობაში შემეცვალა შეხედულებები და გადავწყვიტე ვყოფილიყავი რაღაც კომპანიის უფროსი. არ ვიცოდი რისი. საქმე საქმეზე რომ მიდგა, მივხვდი რომ მთლად ეგ არ იყო ჩემი ოცნება, რომ ვიღაცის კომპანიის უფროსი ვყოფილიყავი და გადავწყვიტე აღმომეჩინა რა მინდოდა და დავიწყე მოგზაურობა.

- როგორც თავად ამბობ, სამსახურს თავი დაანებე და მოგზაურობა გადაწყვიტე, რა იყო მოტივაცია?

სამსახურიდან რომ წამოვედი მოტივაცია სწორედ ეს იყო - აღმომეჩინა რა მინდოდა. მენახა სხვადასხვა  პროფესიები, გამეცნო სხვადასხვა კულტურა და ადამიანები, აქედან გამომდინარე მეპოვა ის რაღაც რაც მიყვარს, რისი კეთებაც მიყვარს და ეგ გადამექცია ჩემ პროფესიად. ამ შემთხვევაში იუთუბი იქცა ჩემ პროფესიად.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by George Katamadze (@gigi_katamadze)

- როგორ გეგმავ ხოლმე მოგზაურობას და აქვე, სოლო მოგზაურობა სჯობს თუ ჯგუფური?

ძალიან დაუგეგმავად დავდივარ სამოგზაუროდ, არც წინასწარ ვჯავშნი ხოლმე სასტუმროს ან ჰოსტელს. დინებას მივყვები. ძალიან მივყვები დინებას, ზოგჯერ რომ ჩავდივარ ქვეყანაში ისიც არ ვიცი რა დამხვდება ან რა ხდება. 

რაც შეეხება სოლო მოგზაურობა თუ ჯგუფური. ორივეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი, ასევე გააჩნია ქვეყანას. კარგ ქვეყნებში მირჩევნია ჯგუფური მოგზაურობა, სოლო მოგზაურობა მარტო, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში - როგორიცაა პაკისტანი, ინდოეთი.

- რომელ ქვეყანაში მოგზაურობამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

ყველაზე დიდი გავლენა და შთაბეჭდილება მოახდინა მექსიკამ და ბრაზილიამ. იმიტომ, რომ პირველი გამოცდილება იყო, როცა ასეთ ქვეყნებში წავედი. განსხვავებული კულტურა ხალხი და ემოციები იყო. ჩემთვის ეს შოკის მომგვრელი იყო. ევროპისა და აზიის შემდეგ მართლა სხვა სამყაროში ვიყავი, ხალხი იმდენად დადებითად განწყობილი იყო და ხალისიანი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by George Katamadze (@gigi_katamadze)

- იმედები თუ გაგცრუებიათ მოგზაურობაში და რატომ?

იმედები მოგზაურობაში არ გამცრუებია, იმიტომ, რომ არასდროს არ მაქვს მოლოდინი - რომ ჩავალ ეს დამხვდება. ადრე მქონდა, მაგრამ ახლა აღარ, რაც იქნება იქნება ასე ვფიქრობ ხოლმე. მოლოდინი რომ არ გაქვს, ყოველთვის აჭარბებს ხოლმე შემდეგ.

- როგორია გიგი კადრს მიღმა?

გიგი არის ზუსტად ისეთი კადრს მიღმა, როგორც კადრში. უბრალოდ ბევრად მშრომელი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ვიდრე ეს კამერაში ჩანს. გიგი სერიოზულიც არის უბრალოდ კადრში სერიოზულობა არ არის საჭირო.

 - ამდენს მოგზაურობ, რომელი ქვეყნის ქალები მოგწონს ყველაზე მეტად?

ყველაზე მეტად მომწონს ბრაზილია, რიო-დე-ჟანეირო, მექსიკაში პუერტო-რიკო. ალბათ იმიტომ რომ ჩემი პირველი გამოცდილება იყო. ასევე ვიტყოდი ტაილანდს.

- რომ არა ქართველი, სად დაიბადებოდი და რატომ?

საქართველოში არ დავბადებულვარ, დავიბადე ჩიკაგოში, თუმცა ერთი წლის ასაკში ჩამოვედი საქართველოში. საქართველოში გავიზარდე.

- მოგზაურობის სირთულეზე რომ მოგვიყვე და ბარიერი, რომელსაც ყველა ქვეყანაში აწყდები?

სირთულეებს და ბარიერს დიდად არსად არ ვაწყდები არც ერთ ქვეყანაში. ჩემთვის სირთულეები არ არსებობს ჩემთვის არის დაბრკოლებები (ვაიმე რა კარგი გამონათქვამი იყო). მთავარია ინტერნეტი მქონდეს. მარტივად ვაგნებ ყველაფერს და ყველგან.

- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის დედა, რომელიც ყოველთვის ნერვიულობს ჩემზე. მე არ ვნერვიულობ ჩემ თავზე ეგრე, როგორც დედაჩემი ნერვიულობს. ყველაზე მეტად ეგ ნერვიულობს და თან მგულშემატკივრობს რატომ აკეთებ ასეთ რაღაცებსო.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by George Katamadze (@gigi_katamadze)

- ვინ ან რა გენატრებათ, როდესაც სამოგზაუროდ მიდიხართ ქვეყნიდან?

სამოგზაუროდ რომ მივდივარ ყველაზე მეტად მენატრება ჩემი რუტინა. რომელიც გულისხმობს ვარჯიშს, ჯანსაღ კვებას და ალბათ მეგობრებთან ერთად დროის გატარებას.  ეს ყველაფერი მენატრება ხოლმე, რადგან წყალბურთის გამო მთელი ცხოვრება, რვა წელი რუტინაში ვიყავი და რომ ვმუშაობდი მაშინაც მქონდა რუტინა. ახლა კიდე აღარ მაქვს დაირღვა.

- რას ურჩევდით დამწყებ მოგზაურებს, გაგვიზიარეთ თქვენი რეკომენდაციები.

დამწყებ მოგზაურებს ვურჩევდი დაიწყონ მოგზაურობა და თვითონ აღმოაჩინონ რა და როგორ ხდება. იმიტომ რომ ვიდეოების ყურებით ვერაფერს მიხვდები. შესაძლოა რომელიმე ქვეყნის გეშინოდეს ან ვერ ბედავდე, თუმცა ამ ნაბიჯს როცა გადადგამ, მიხვდები რომ ამაში საშიში არაფერია. ყველა ქვეყანაში არსებობენ ცუდი და კარგი ადამიანები, მაგრამ უნდა იყო პოზიტიურად განწყობილი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამიტომ დაიწყე მარტივით.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by George Katamadze (@gigi_katamadze)

- საქართველოს რომელ მხარეს ან კუთხეს გამოარჩევდით?

მე ძალიან მომეწონა თუშეთი. რადგან რთულად მისასვლელია, ძალიან ცოტა ხალხი ცხოვრობს და ცოტა ტურისტია. უნიკალური და განსაკუთრებული მხარეა, რადგან სხვანაირი ბუნება, ჰაერი და გარემოა.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by George Katamadze (@gigi_katamadze)

- რა არის თქვენი საბოლოო მიზანი და რა გსურთ ახლა ყველაზე მეტად?

საბოლოო მიზანი ალბათ არის მსოფლიოზე გავიდე. ასევე ხალხს მოტივაცია მივცე, როგორც მე დავიწყე ყველაფერი ნულიდან, ყველაფერი შესაძლებელია და ყველას შეუძლია ბევრი რამის კეთება. უბრალოდ ეს ჩვენ თავში შინაგანი ხმა გვეუბნება, არ გააკეთო. მინდა როგორც მე გავაკეთე და შევძელი, ვანახვო ხალხს ეგ გზები როგორ შეიძლება გაძვრეს ადამიანი და გამოუვიდეს ყველაფერი.

- ალბათ ბევრი გოგო გამომწერი გყავთ, მათთვის საინტერესო კითხვას მე დაგისვამთ,  არის თუ არა გიგის გული თავისუფალი?

გიგის გული თავისუფალია და ალბათ ამას შეატყობდა ჩემი მაყურებელი, რადგან ყველა ქვეყანაში თითო ცოლი მომყავს. კი თავისუფალია.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by George Katamadze (@gigi_katamadze)