
ხუთი შვილის მარტოხელა მამა - გიორგი ჯანელიძე სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც შვილებზე ისაუბრა და საკუთარი ტრაგედია გაიხსენა:
„ხუთი ძმები არიან, როგორც აღნიშნეთ. უფროსი ძმებს შორის პირველი ქორწინებიდან არის, სტუდენტია და დამოუკიდებლად ცხოვრობს თბილისში, იმჟამად ქვრივი იყო მეუღლე და ჰყავდა ვაჟი. მალე დაემთხვა ჩვენი ცხოვრებისეული ხედვა და ფასეულობები. გაცნობიდან ერთ წელში დავქორწინდით. შევქმენით ქრისტიანული ქართული ოჯახი. ამ წესით ვცხოვრობდით. უმცროსები პატრიარქის ნათლულები არიან. შვილიერება ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ჩვენთვის. რომ გვეკითხებოდნენ რამდენი შვილი გყავთო - ვპასუხობდით ჯერჯერობით.
აღდგომის პერიოდში დაიბადა ჩვენი პატარა აბო. მესამე დღე იყო მშობიარობის, სუფრა უნდა გაგვეკეთებინა ნათესავებთან. თან ჩემი ძმის დაბადების დღე იყო მეორე დღეს და იქაც უნდა აღგვენიშნა. 10 რიცხვში მთელი ოჯახი ჩართული იყო სუფრის სამზადისში და მოხდა ისე რომ საღამოს თავი აიტკივა მეუღლემ. დიდი მნიშვნელობა არ მიგვიქცევია - ვიფიქრეთ გადაღლილიათქო.
შუაღამით გაუძლიერდა ტკივილი, გადავიყვანეთ საავადმყოფოში, დიაგნოზი იყო მძიმე ინსულტი 18 დღე იყო კომაში და 29 რიცხვში გარდაიცვალა.
მაგის შემდეგ მეუღლის დედასთან ერთად ვახერხებთ, იმას რომ ბავშვები იღვიძებენ ყოველდღიური დედის ხსენებით და ხსოვნით. გონებაში ვერ ვახერხებდი ამის გააზრებას და დატევას. მომავალზე ფიქრს, იქიდან გამომდინარე რომ გონება უმწეო იყო ამ ფაქტის წინაშე. ჩემთვის იმედის მომცემი იყო, ის რომ ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება უნდა გაგრძელებულიყო, ეკლესიის წყალობით“, - აღნიშნა გიორგი ჯანელიძემ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩვენი კავკასიური ამირანი, აიწყვიტე ჯაჭვი...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ლაშა ბექაური?