ქუთაისში, ცხრა აპრილის ქუჩაზე 18 თებერვალს ლიფტი ჩამოწყდა. კორპუსის მოსახლეობას, მომხდარის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი უჭირთ.
კორპუსის მცხოვრებლების თქმით, ლიფტის სარემონტო სამუშაოები დაახლოებით 1 წლის წინ ჩატარდა.
კორპუსის მცხოვრებლები ადგილზე შესაბამისი უწყებების მისვლას ითხოვენ, რათა ლიფტის უსაფრთხოება შეამოწმონ.
„როგორ მეშველა ხალხისთვის არ ვიცოდი. ყვიროდნენ, გვიშველეთ, გვიშველეთო და მთელი ხალხი თავზე მახტებოდა, მორბოდნენ და ვერ ვშველოდი, დაკეტილია ჰერმეტულად, რას უზამ? ტრიალებდა ის „კარობკა“ შიგნიდან და დაჟეჟილები არიან“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.
ცნობისთვის, ქუთაისში, 18 თებერვალს ცხრა აპრილის ქუჩაზე ლიფტი ჩამოწყდა. ლიფტის კაბინა მე-12 სართულიდან ჩამოწყდა და მე-4 სართულზე გაიჭედა. ლიფტში ორი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვი. ისინი არ დაშავებულან. მრავალსართულიან კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵როგორია დუტა სხირტლაძის მდიდრული და ლამაზი სახლი - ნახეთ ფოტოები
🔵სალომე შარვაძე ქმართან ერთად გამოჩნდა - ფოტოებმა სოციალურ ქსელში მოწონება დაიმსახურა
🔵ნანუკა გულუა ოჯახთან ერთად ბაკურიანში ისვენებს - ნახეთ, რა ფოტოებს გვიზიარებს მსახიობი