Digest Logo

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ნიკა ეგაძემ ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა

1770786082
ნიკა ეგაძე

მილანში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამაში ნიკა ეგაძე გამოვიდა, რომელმაც ფინალში გადასვლა მოახერხა.

ქართველმა მოციგურავემ მსაჯებისგან საბოლოო ჯამში 85.11 ქულა დაიმსახურა, რითაც 29 მონაწილეს შორის მე-15 ადგილი დაიკავა. ნიკას გამოსვლა მსაჯებმა ტექნიკურ ელემენტებში 45.85 ქულით შეაფასეს, ხოლო პროგრამულ კომპონენტებში 39.26 ქულა მიანიჭეს.

ეგაძე თავისუფალ პროგრამაში 13 თებერვალს იასპარეზებს. მედლისთვის ბრძოლა ძალიან ძნელი იქნება, რადგან სამეულთან ჩამორჩენა დიდია.

1. ილია მალინინი (აშშ) - 108.16 ქულა

2. იუმა კაგიამა (იაპონია) - 103.07

3. ადამ სიაო (საფრანგეთი) - 102.55

შეგახსენებთ, რომ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა და ცოტა დააკლდა მედლამდე, მაგრამ მაინც ისტორიული შედეგი აჩვენა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

🎥 ანიჭებს თუ არა გოგა მანიას ადამიანისგან „ბოროტი ძალის“ განდევნა სიამოვნებას - „ესენი არიან მატყუარა არსებები, მეთამაშებიან, დროს წელავენ“