Digest Logo

„1000 კაციდან ჩვენთან მანქანა 378 ადამიანს ჰყავს - ვიღაცებს კიდევ ჰგონიათ, ბასლაინებს თუ წაშლის, საცობი აღარ იქნება“ - მერაბ მეტრეველი

1681194860
მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ქვეყნების რიგითობის სტატისტიკას აქვეყნებს, 1000 მოსახლეზე საგზაო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მიხედვით.

🔵 „დღეს ჩემი გოგოს დღეა! ბედნიერი იყავი, ჩემო სიყვარულო“ - ნინი ქარსელაძე იუბილარია

„ეს არის ქვეყნების სია მანქანების რაოდენობით 1000 სულ მოსახლეზე.

საქართველო მსოფლიოში ჯერჯერობით 66-ე ადგილზეა.

ხომ ხვდებით ეს რას ნიშნავს? იმას რომ ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს.  

ამ სიის მიხედვით, 1000 კაციდან ჩვენთან მანქანა 378 ადამიანს ჰყავს. თან ეს 2020 წლის მონაცემებია.

დღეს ცოტა მეტიც იქნება, რადგან ოფიციალური მონაცემებით ყველა წელს მანქანების რაოდენობა მზარდია.

შესაბამისად ამ სიაში ზევითკენ რომ გადავინაცვლებთ, მერე წარმოიდგინეთ, რა მოხდება ჩვენს ქუჩებში.

მაგალითად 1000 სულზე 500-მდე რომ ავა.  

ვიღაცებს კიდევ ჰგონიათ, ბასლაინებს თუ წაშლის, საცობი აღარ იქნება.  

P. S. სომხების და აზერების ამბავი გამიკვირდა. სომხეთი 109-ე ადგილზეა 177 მანქანით 1000 მოსახლეზე. ხოლო აზერბაიჯანი 122-ზე 146 მანქანით 1000 ადამიანზე. კარგად გაგვისწრია ამათთვის“, - წერს მეტრეველი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რუსკა ქარქაშაძის რომაული არდადეგები

🎥 „უდიდესი მადლიერი ვარ დედაჩემის, რომელმაც მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა“ - ნუცა ბუზალაძე

🎥 არის თუ არა შეყვარებული ნუცა ბუზალაძე და როგორი მამაკაცის გვერდით იქნებოდა ის?