გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მოყოლილი მოზარდი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს:
„კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს გურიაში, სოფელ ჯიხანჯირში, მეოთხეკლასელი ბავშვის ცხედარი მიწის მასიდან ამოიყვანეს. ეს უკვე მესამე გარდაცვლილის ცხედარია. მანამდე სოფელ ჯუმათში იპოვეს 80 წლის ქალისა და 15 წლის ბიჭის ცხედრები.
ჯუმათელი, 15 წლის ბიჭი იმ დროს დაიღუპა, როცა მშობლებს მეზობლის სახლში გადაჰყავდათ - მოვარდნილმა ღვარცოფმა ბავშვი მამას გასტაცა...
რა ვიცით ამ დროისთვის: ნაპოვნია სამი ცხედარი, სოფელ ჯუმათსა და ჯიხანჯირში: 80 წლის ქალი, 15 წლისა და მეოთხეკლასელის ცხედრები.
ავდარი შენარჩუნდება, ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი, სტიქიის ზონაში 200-მდე მაშველი და მძიმე ტექნიკა მუშაობს. უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 50-ზე მეტი ადამიანი.
მძიმე ვითარებაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხორეთში, ნინოშვილში, ორმეთსა და სილაურში. ამას გარდა, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, წაღებულია ხიდები.
„არის რამდენიმე სოფელი, სადაც მისასვლელია ბოლომდე, რომ ხალხი გამოვიყვანოთ, ვერტმფრენი მობილიზებული იყო, მეტეოროლოგიურმა პირობებმაც შეგვიშალა ხელი, მაგრამ მისი საჭიროება არ დამდგარა,", - ამბობს თემურ მღებრიშვილი. ის ადგილზე რჩება და საგანგებო შტაბს ხელმძღავენელობს“, - წერს ლაშა ბერულავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ვაჟა-ფშაველას გამზირზე ხანძარია
ესპანეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია