28 თებერვლიდან ამინდი დასტაბილურდება. ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში კლებას დაიწყებს. აღმოსავლეთში დღის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს და +9, +11 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოში კი +19, +21 გრადუსამდე დათბება.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ავრცელებს:
„ბოლო დღეებია ატმოსფერული ვითარება ასახავს ამინდის წინააღმდეგობებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, მეტეოპარამეტრებს ეტყობა გარდამავალი სეზონის მოახლოება, ერთი მხრივ დასავლეთში გვაქვს ქარიანი, მაგრამ თბილი და მზიანი ამინდი, აღმოსავლეთში კი ცივი და მცირე ნალექიანი.
ხვალიდან ამინდი შედარებით უფრო სტაბილური და წყნარი იქნება, ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში დაიწყებს კლებას 32 მეტრ წამიდან - 17-22 მეტრ წამამდე.
უახლოეს დღეებში - აღმოსავლეთში დღის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს და +9, +11 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოში კი +19, +21 გრადუსამდე დათბება.
მიუხედავად არასაუკეთესო ამინდის პირობებისა, უჩვეულო არაფერი არ ხდება, მსგავსი მეტეო სიტუაციის შექმნა არ არის უჩვეულო ჩვენი ქვეყნისთვის და არც თუ იშვიათადაა.
გისურვებთ უსაფრთხო და მშვიდ დღეებს და რაც მთავარია ბევრ მზის სხივს, რომელიც უხვად გვექნება“, - წერს კობა ფარტენაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ფსიქიატრიულში დიდხანს ვცხოვრობდი“ - რას ჰყვება გიორგი ცაავა?