„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში მამა შალვა კეკელიას უმძიმეს ბრალდებას უყენებს და აცხადებს, რომ სასულიერო პირმა გარდაცვლილ კაცს იმის გამო, რომ ერთ-ერთი პარტიის ცნობა ჰქონდა აღებული, (მღვდლის ცნობა. რედ.შენიშვნა) წესი არ აუგო.
როგორც ჟურნალისტი წერს, გარდაცვლილს ორსული ცოლი დარჩა.
„27 წლის გიორგი გოდუაძე გარდაიცვალა მენინგიტით. როგორც გავიგე, დარჩა ორსული ცოლი. იმის გამო, რომ გიორგის ”გირჩის” ცნობა ჰქონდა აღებული, შალვა კეკელიამ წესი არ აუგო.
ვიმეორებ - ფარატინა ფურცლის გამო, აი, ამ მავნებელმა კაცმა უკარგეს ბიჭს წესი არ აუგო და ამით ჭირისუფალს ამხელა სიმძიმე ოდნავადაც არ შეუმსუბუქა.
ის, რასაც ამისნაირი მღვდლები ქრისტიანობად გვტენიან, ქრისტიანობა არაა, ესაა გაუგონარი რადიკალიზმი.
მახსოვს, ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიაში ექსტრემისტმა თავი აიფეთქა.
კოპტების პატრიარქი გამოვიდა და თქვა, რომ მკვლელს უნდა მივუტევოთ და ლოცვებში მოვიხსენიოთო.
კი, ეს არის ქრისტიანობა.
ამ კაცმა, შალვა კეკელიამ, რაღაც ფარატინა ფურცლის გამო 27 წლის უმაგრეს ბიჭს წესი არ აუგო.
ეს არის ბოროტება, ნაძირლობა, ღორობა და მავნებლობა“,- წერს ბექა ყორშია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵წარსულის გაქრობა თანხის სანაცვლოდ - ბარსელონაში დაარსებული ფირმის ფილიალი თბილისში აღმოაჩინეს
🎥 კურიერმა ქუჩაში ძვირად ღირებული ტელეფონი იპოვა - ნახეთ, რა რეაქცია ჰქონდა მობილურის მფლობელს