
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ ცხოვრებისეულ, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს:
„ფრთხილად, შენ ადამიანი ხარ და ყველა ქმედებაზე პასუხი მოგეთხოვება სამყაროსგან.
საშინელია, როცა გმტრობენ, საშინელია როცა შენ მტრობ, კიდე უფრო საშინელი და უბედურებაა, როცა საკუთარ თავს მტრობ.
ბოლომდე გაიაზრე რა გამოძრავებს, რისი მიღწევა გინდა, რად გინდა და ვის სჭირდება ის, რასაც შენ მოიმკი, კარგიც და ცუდიც.
მართლა ადვილია ყველაფერი, თუ მარტივად შეხედავ. მოგეცა და შეირგე. სიმშვიდეს გაკარგვინებს მხოლოდ ის, რაც შენი არ არის და მიილტვი მისკენ.
ადამიანი მიილტვის სიმშვიდისკენ და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიმშვიდე დაკარგოს.
ადამიანები ხანდახან იმისთვის გვჭირდება გვერდით, რომ მათ დავაბრალოთ ყველაფერი, პოლიტიკიდან დაწყებული, პირადით დამთავრებული.
საკუთარი შეცდომების აღიარება ერთეულებს შეუძლიათ. როცა ადამიანი საკუთარ შეცდომებს აღიარებს, საოცრება ხდება მის ცხოვრებაში, ის ახალ ბედნიერ ცხოვრებას იწყებს.
როცა ფიქრობ და ცდილობ არავინ გაგიგოს, ესე იგი იცი, რომ ცუდს აკეთებ ... და თუ იცი ცუდს აკეთებ, რატომ შედეგი არ იცი, ამ ცუდს რა საშინელება მოჰყვება და რატომ არ იცი, რომ ,,არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.
ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ და რაც ყურში იჩურჩულეთ ოთახებში, ერდო-ბანებზე გამოხმაურდება“. ადამიანებისთვის ზნეობის, წესიერების, ლმობიერების, მორალის, კრიტერიუმები შეიცვალა.
ქაოსი, დიდება, შური, ღალატი.
ომში ყველა წაგებულია. ნუ იქნები თამამი ,,სიფრთხილეს თავი არ სტკივა“. თუ არ შეიცვლები, რა იქნება 10 წლის შემდეგ? ი გ ი ვ ე! ოღონდ უფრო დაბერდები და უფრო უპერსპექტივო იქნები. სცენას ლამაზი სიბერე უხდება. ლამაზად კეთილი ადამიანები ბერდებიან. დღეს აღარავინ მენატრება, მარტო მინდა ვიყო“, - წერს გია ჯაჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მათესა და სალომეს ნიშნობა დედის საფლავზე“ - რა კადრებს ავრცელებს გელა ბარკალაია
⭕რატომ ვერ დაემშვიდობნენ ზურა დოიჯაშვილს შვილები - უცნობი ამბები მომღერლის ცხოვრებიდან