დღეს, 17 მარტს, 93 წლის ასაკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდაიცვალა.
ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პატრიარქის შესახებ წერს.
„აღარ ფეთქავს ის გული, რომელიც საქართველოსთვის ღმერთის მუდმივად გასაგონად ლოცულობდა.
პატრიარქი დაემშვიდობა სამშობლოს, მაგრამ სამშობლო არ ემშვიდობება პატრიარქს - მისი ღვაწლი განუმეორებელი და დაუვიწყარია.
ის სიცოცხლითაც გვასწავლიდა და სიკვდილითაც გვასწავლის, რას ნიშნავს რწმენა, სიყვარული, იმედი და თავისუფლება.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უწმიდესობის კეთილი ბრძენი სული და ღმერთმა დალოცოს საქართველო“, - წერს გია მურღულია.
ცნობისთვის, პატრიარქს 18 მარტს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.
ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 16 მარტს, ღამით გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება.