სცენარისტი და იუმორისტი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა ქუჩაში არ გამოვიდნენ, რადგან გზებზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის.
„ვორკოჰოლიკი ვარ.
საქმეში ბოლომდე ვდებ ყველაფერს და რაც მთავარია მთელ ჩემ დროს. სახლიდან სისხამ დილით გავდივარ და ძალიან გვიან ვბრუნდები.
ზოგადად ასე ვიყავი ყოველთვის. პირველი მივდიოდი სამსახურში და სხვების წასვლის მერე დიდხანს ვრჩებოდი.
მიუხედავად იმისა, რომ სახლი ჩემთვის სიმშვიდის, სიმყუდროვის გარემოა, სტრესულ მდგომარეობაში ვარ, როცა სახლში მიწევს რამე მიზეზით „ჩარჩენა“ და საქმეს ვერ ვაკეთებ.
დღეს დილასაც(07:20) ამ შემართებით ავდექი. მოვემზადე და აღმოვაჩინე, რომ ისეთი მოყინული და დათოვლილია ახლომახლო, რომ ტრანსპორტი ვერ მოვა.
ვიცადე, ვიცადე და რომ ვეღარ მოვითმინე გადავწყვიტე - ნიკა, შენ ამან ვერ უნდა შეგაჩეროს. გავედი სახლიდან. სადარბაზოდან გასვლისთანავე კინაღამ დავასკდი ძირს (ფილმებში როა - მოყინულზე რომ რამდენიმე წამი ფართხალებენ).
მერე გავჩერდი, ხმამაღლა გავიცინე და წავედი.
ძალიან უკვალავ გზაზე რომ არ მევლო, კიბეებით გადავწყვიტე ჩასვლა. ხელი მაგრად ჩავჭიდე მოაჯირს და სწორედ მაშინ, როცა დარწმუნებული ვიყავი, რომ მყარქდ ვდგავარ, ამისრიალდა ფეხი და ჯერ ჰაერში ავიწიე და მერე საშინლად დავეცი. ინერციით კიდევ ორ საფეხურზე ჩავიხლიწე.
სველი, კოჭლობით და ნერვებმოშლილი ამოვედი სახლში.
ტელეფონის „ბრონი“ გამიტყდა, მეტი ალბათ არაფერი.
მეგობრებო, ფრთხილად იყავით, თუ გამოუვალი მდგომარეობა არ გაქვთ, არ გახვიდეთ გარეთ.
ახლა ცხელი შხაპი უნდა მივიღო.
P.S. ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები ნუ ინერვიულებთ - მთავარია თავი არ დავარტყი და დანარჩენი ისედაც არაფერში მჭირდება, რადგან როგორც ზემოთ დავწერე - მთელ ჩემ დროს საქმეში ვხარჯავ“, - წერს ნიკა ქავთარაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს მოერიდეთ კონფლიქტს, ახალ ნაცნობობას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, რისკს“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„შენზე უარესი რამეც არსებობს, სიკვდილო, თუნდაც ეგ შარვალი ჭრელად შეღებო და ცხვირზე კლოუნის ბურთი დაიმაგრო! დედაჩემის ის ღიმილი შენზე საზარელია“ - გიორგი კეკელიძე