მას შემდეგ, რაც მსახიობი გიორგი ყიფშიძე მესამე ცოლს, ენი გასიევას დაშორდა, ყიფშიძეების ოჯახის ირგვლივ სკანდალები არ წყდება.
რამდენიმე თვის წინ ყველასათვის ნაცნობი მსახიობების ოჯახი „სტუმრად ეკა ხოფერიასთან“ გადაცემაში იმყოფებოდნენ, სადაც ყოფილ რძალზე ისაუბრეს.
ამჯერად კი ენი გასიევა „პრაიმტაიმთან“ შვილებსა და ოჯახზე საუბრობს, და ყოფილ გერს, ნატალია ყიფშიძეს საჯაროდ პასუხობს. პასუხის დაგვიანების მიზეზად კი პატრიარქის გარდაცვალებას ასახელებს:
„მომიწია რაღაც პერიოდი გადამედო ნატალიასთან პასუხი. იმიტომ რომ პატრიარქის გარდაცვალებამ დიდი ტკივილი მოიტანა ერისთვის. ნატალიასთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რომ ვერ ვხდები რაში დასჭირდათ ეს ყველაფერი, რადგან არის აბსურდი. მე თითქოს არ ვარ ამ ყველაფერში ჩართული, თითქოს ბავშვებს არ ვუვლი. თითქოს ბავშვები მივყარე ეს არის სრული სიცრუე. ვერ ვხვდები, რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი, პიარისთვის თუ რისთვის? როგორც თავის თავს ამასხარავებენ, ისე უნდათ რომ გამამასხარაონ. მე კიდე ამ სიცრუის ხარჯზე არ ვაპირებ არანაირი რეიტინგის დაწერას.
რაც მე და გიორგი დავშორდით, შემდგომში კიდევ 6 თვე ვცხოვრობდით ერთად. მაგის შემდეგ შეირყა ჩვენი ურთიერთობა. მეგობრობას თუ იმიტომ არყევ, რომ მე და გიორგი ერთად აღარ ვართ, ეს უკვე მისი პრობლემაა.
მე ნატალია ძალიან მიყვარს და მინდა ბედნიერი იყოს. ვერ ვიტყვი რომ არ მეხმარებოდა ან მეხმარებოდა. იყო პერიოდები არც თუ ისე ბევრი, როცა მეხმარებოდა. რთულია ერთი კვირა გადაბმულად ორ ბავშვთან. თან მაგ პერიოდში გიორგი მკურნალობის პერიოდში იყო, ყველამ ვიცით სადაც. მჭირდებოდა და მეხმარებოდა, როგორც შეეძლო ისე. გიორგისთან ვმეგობრობ, ახლაც მისგან წამოვედი, უკან უნდა დავბრუნდე მელოდება“, - ამბობს ენი გასიევა.
ნატალია ყიფშიძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა:
„კოსმო „კორონას“ ბავშვია. რომ გაჩნდა, ერთად, სხვაგან ცხოვრობდნენ, მისი ყოფილი მეუღლე და თვითონ. მანდ ვიყავი ერთი წელი. უნივერსიტეტი მქონდა ონლაინ. პირველი წელი ძალიან აქტიურად ვეხმარებოდი. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ნამეტანია. ძალიან დიდი დრო მიჰქონდა ამ ყველაფერს. მერე მეორე ბავშვიც გაჩნდა. ეს ყველაფერი ისე გადალაგდა, რომ გიორგი სულ მარტო აღმოჩნდა. მე კი ძალიან მინდოდა დახმარება, მაგრამ მაგ დროს ვსწავლობდი, სერიალი დავიწყე და ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაც ხდებოდა. პლუს, ჩემი კატა მყავდა და დიდი მოვლა სჭირდებოდა. ვუყურებდი, რომ, რეალურად, გიორგი სულ, სულ მარტო აღმოჩნდა...“, - იხსენებდა ნატალია ყიფშიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: