65 წლის ასაკში ქართველი მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი 8 თებერვალს თურქეთში, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა გარდაიცვალა.
ჟურნალისტი მანუ მუკბანიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალებას ეხმაურება. მისი თქმით, კლინიკებში და ამ საშინელ ბრძოლაში გვერდით მუდმივად ცოლი ედგა.
„სოსო ჯაჭვლიანი მძიმე სენს რამდენიმე წელი ებრძოდა. ძირითადად კლინიკებში და ამ საშინელ ბრძოლაში გვერდით მუდმივად ცოლი ედგა.
იქამდე, 31 წელი იყვნენ ერთად, სამი შვილი ჰყავთ და ათასი ერთად გამოვლილი გზა. პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟიც კი...
თვითონ სოსო, სულ ამაყობდა, ვიღაცებივით ათასი ცოლი არ გამომიცვლია, ერთი ცოლი მყავსო. ის, ცნობილი „იბიარდის" კონტექსტიც გემახსოვრებათ.
სულ ირმას უმადლოდა, მიძლებსო და რა ვიცი, მარტო ამ ყველაფრის ფონზე, ცოტა, სულ ცოტა უხერხული ხომ არ არის „მარიტასთან“ წასვლა რომ გადაუწყვიტეთ და ზეციური ქორწინება მარტო იმიტომ, რომ „შესაფერისები" იყვნენ 21 წლის ასაკში.
ეს დღეები რომ გადაივლის, როგორი სამძიმრის პოსტებს ნახავენ ქსელში მისი ოჯახის წევრები.
გვეფიქრა ამაზე“, - წერს მანუ მუკბანიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ხვიჩა კვარაცხელია იუბილარია - ნახეთ, როგორ ულოცავს ნიცა თავაძე მეუღლეს დაბადების დღეს
⭕+23 გრადუსი - როგორი ამინდია დღეს საქართველოში მოსალოდნელი?