Digest Logo

„ამის დაჯერება ნამდვილად მიჭირს. მაგრამ, თუ ეს ასეა, ამის ავტორს გამარჯობა აღარ უნდა უთხრას არავინ“ - ნიკა გვარამია ნოე სულაბერიძეზე

1648585689
ნოე სულაბერიძე და ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და ნოე სულაბერიძეს ფოტოს, სადაც ნოე საზოგადოებას ეკითხება მშვიდობა ურჩევნია თუ თავისუფლება. 

„ამის დაჯერება ნამდვილად მიჭირს. მაგრამ, თუ ეს ასეა, ამის ავტორს გამარჯობა აღარ უნდა უთხრას არავინ.
ps თუ ეს ფეიკია (არა და, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ინსტაგრამზე ედო საკუთარ პროფილზე და მერე წაშალა), ამ სტატუსს დიდი ბოდიშის მოხდით წავშლი“, - წერს ნიკა გვარამია. 

ცნობისთვის, ამ დროისთვის თავად ტელეწამყვანს ნოეს სულაბერიძეს ფოტო სოციალურ ქსელში აღარ უდევს.