Digest Logo

🎥 „აქ ჯერ კიდევ სიყვარულია, ერთმანეთის დანდობა და პატივისცემაა, არიან მორიდებულები...“ - ზურა შევარდნაძე მაღალმთიან აჭარიდან შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს

1754835646
ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან. ზურა შევარდნაძის ბაღი სახელწოდებით „გარდენია“, თბილისთან ახლოს მდებარეობს და იქ ზურა თავის ოჯახთან ერთად ყვავილებსა და მცენარეებს უვლის. ამასთან იგი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ღონისძიებებში, სადაც ყვავილებისა და ბუნებაში მცენარეების მნიშვნელობაზე საუბრობს. მის ბაღში მუდამ სტუმრიანობა არის და ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მაღალმთიან აჭარიდან შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს:

„აჭარაში ვართ, ღორჯომის ხეობაში. აქ ჯერ კიდევ სიყვარულია, ერთმანეთის დანდობა და პატივისცემაა, უფრთხილდებიან, ზრუნავენ ოჯახის უფროს წევრებზე, შრომობენ თავდაუზოგავად და არავისზე, არაფრით არ არიან დამოკიდებული.

უყვართ სტუმარი, არიან მორიდებული, თავშეკავებული, ზომიერი… აქ ჯერ კიდევ ბევრ ისეთ თვისებას, ზნეს, ჩვეულებას იპოვის ადამიანი რაც „დაბლა” კაი ხანია დავკარგეთ. მიყვარს, მთელი გულით მიყვარს აჭარა, ჩემი ღორჯომი და ჩემი ღორჯომელები.

აქაური ქალების ხელსაქმეზე, ქარგვა-ქსოვის ტრადიციებზე, საგმირო საქმეებზე, ლონდონის, პარიზის, მილანის და ბერლინის გამოფენებზე ცალკე გიამბობთ…“, - წერს ზურა შევარდნაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სალომე კაპანაძე აუზიდან პიკანტურ კადრებს გვიზიარებს - „საოცარ ფორმაში ხარ“

🎥 „გილოცავ, ჩემო გმირო... მიყვარხარ“ - ნატალია ყიფშიძე ბაბუას დაბადების დღეს ულოცავს

„უსაზღვროდ დიდი სიყვარული დატოვა ჩვენში“ - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა