
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით.
იგი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ასტროლოგიურ თუ ცხოვრებისეულ რჩევებს უზიარებს.
თაკო მელიქიშვილი ამჯერად აქვეყნებს სტატუსს, სადაც ადამიანის ცვლილებაზე საუბრობს:
„შესაძლებელია თუ არა ადამიანის შეცვლა?
ხშირად მესმის, რომ „ადამიანებს ვერ შეცვლი“, თუ ადამიანი რაღაცნაირად იქცევა, ყოველთვის ასე იქნება. და, გარკვეული გაგებით, მართალია - ვერ შეცვლი პიროვნებას, ვერ აიძულებ ვინმეს გახდეს განსხვავებული. მაგრამ ამ განცხადებას სრულებით არ ვეთანხმები.
მე მჯერა, რომ ცვლილებები შესაძლებელია, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ადამიანის ბუნებრივ ბუნებას, მაგრამ აუმჯობესებენ ცხოვრებას ორივესთვის.
ურთიერთობები არ არის ბრძოლა იმაზე, თუ ვინ არის მართალი და ვინ არის არასწორი.
დიახ, თითოეულ ჩვენგანს აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც უცვლელი დარჩება. არის შეხედულებები, რომელთა შეცვლაც არ უნდა სცადოთ. ურთიერთობის დასაწყისში მნიშვნელოვანია გვესმოდეს: მზად ვარ შევეგუო ამ ხარვეზებს? რამდენად კრიტიკულია ეს ჩემთვის? თუ კი, მაშინ ეს თქვენი არჩევანია. თუ არა, არ უნდა გქონდეთ იმედი, რომ ადამიანი რადიკალურად შეიცვლება“,- წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვტირი, როგორი მატყუარა ყოფილა დედაჩემი...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნინი შერმადინი?
⭕19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
🎥 რა გვერდით ეფექტებს იწვევს დამამშვიდებელი-საძილე აბების გამოყენება? - ზაზა თელიას განმარტება