ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, ფულზე საუბრობს:
„ხშირად გვგონია, რომ ფული — ეს ეკონომიკაა. სინამდვილეში, ასტროლოგიაში ფული — ფსიქოლოგიაა. რატომ ხდება, რომ ერთნი წვალობენ და ვერ აგროვებენ, სხვებთან კი რესურსი თითქოს „ჰაერიდან“ მოდის?
პასუხი თქვენს პირად რუკაში, კონკრეტულად კი მე-2 სახლში იმალება.
ეს არის ზონა, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ საფულეს, არამედ იმას, თუ რამდენად „ძვირად ღირებულად“ მიგაჩნიათ საკუთარი თავი სამყაროსთვის.
იცოდით, რომ არასწორი სტრატეგიით (მაგალითად, მე-8 სახლის პრინციპის ჩართვით იქ, სადაც მე-2 სახლია საჭირო) თქვენ საკუთარ ფინანსურ არხს კეტავთ?“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება 5 თებერვალს საქართველოში
⭕„დღეს თავი შეიკავეთ ექსპერიმენტებისა და უცნაური საქმეებისგან“ - 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი