Digest Logo

„არავინ იცის ვინ უფრო ცოდვაა, ის ვისაც აკითხავენ თუ ის, ვინც აკითხავს. ვერ ვიპოვე წამალი… ქვეყანა გადავქექე და ვერსად ვიპოვე“ - დიკა სალაყაია გარდაცვლილ დაზე

1657476106
ბაკო სალაყაია

6 დეკემბერს პოეტ დიკა სალაყაიას და - ორსული ბაკო სალაყაია კორონავირუსით გარდაიცვალა. ის  სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს და კოვიდით გარდაცვლილ ორსულ დაზე სულის შემძვრელ წერილს წერს. 

„არავინ იცის ვინ უფრო ცოდვაა, ის ვისაც აკითხავენ თუ ის, ვინც აკითხავს.

როგორ გამიძნელდი, გაუსაძლისდი, გამიშორდი, გამიფრინდი…

ხორციელი ტკივილი გამაყუჩებელი აბებით ყუჩდება, სულის ტკივილი კი…

ვერ ვიპოვე წამალი… ქვეყანა გადავქექე და ვერსად ვიპოვე…

ჩემი უსაშველო ტკივილი და მონატრება ხარ... შენი ლუსი“, - წერს დიკა სალაყაია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 რა უნდა ვიცოდეთ წყლის შესახებ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

🎥 ვინ არის იმერელი ბებია, რომლის ვიდეომაც სოციალური ქსელი დაიპყრო

🎥 აქვს თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანს კორონავირუსი - ნახეთ, რას ჰყვება ჟურნალისტი